რუსი პოლიტოლოგი, ანდრეი პიონტკოვსკი უკრაინელებს მოუწოდებს, გააქტიურდნენ, რათა საქართველოში ომის მეორე ფრონტი გაიხსნას და ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს
რუსი პოლიტოლოგი, ანდრეი პიონტკოვსკი უკრაინელებს მოუწოდებს, გააქტიურდნენ, რათა საქართველოში ომის მეორე ფრონტი გაიხსნას და ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს. მისი განცხადებით, უკრაინელმა ხალხმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრეი ერმაკის დახმარებით ხმა უნდა მიაწვდინონ მაიკლ მაკფოლის, რომელიც, მისივე ინფორმაციით, ბაიდენთან დაკავშირებული პირია და პასუხისმგებელია სანქციების საკითხზე. პიონტკოვსკის თქმით, აუცილებელია სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც, მისივე მოსაზრებით, ქვეყანას დატოვებს, რაც ხელისუფლების დამხობას გამოიწვევს. ამის შემდეგ კი შესაძლებელი გახდება საქართველოში ომის მეორე ფრონტი გაიხსნას.
