"ნატო" მიესალმება ფინეთის ისტორიულ გადაწყვეტილებას
ნატო მიესალმება ფინეთის ისტორიულ გადაწყვეტილებას და ალიანსი მოხარული იქნება მიიღოს განაცხადი პარტნიორი ფინეთიდან- ეს არის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსიდან პირველი პასუხი, რომელიც ქრონიკამ ფინეთში პრემიერისა და პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზე მიიღო. ნატოს წევრები ამბობენ, რომ გააკეთებენ მაქსიმუმს ახალი წევრის ორგანიზაციაში სწრაფად მისაღებად. ფინეთის მხარდამჭერი კომენტარები გაკეთდა ევროპარლამენტშიც, სადაც დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმართა.
