რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქზე გასული დღე-ღამის განმავლობაში 20-ზე მეტი საარტილერიო იერიში მიიტანეს
რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქზე გასული დღე-ღამის განმავლობაში 20-ზე მეტი საარტილერიო იერიში მიიტანეს. საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მათი მიზანი რუბეჟნოეზე ტოტალური კონტროლის მოპოვებაა. რუსეთის არმიის მხრიდან იერიშები გრძელდება ხარკოვისა და ნიკოლაევის ოლქებზე. უკრაინელებმა კი ხარკოვის ოლქის რამდენიმე სოფელი გაათავისუფლეს.
