ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ყაზახეთიდან მოგზაურ ბლოგერებსა და ავიაკომპანია ეარ ასტანას წარმომადგენლებს მასპინძლობს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ყაზახეთიდან მოგზაურ ბლოგერებსა და ავიაკომპანია ეარ ასტანას წარმომადგენლებს მასპინძლობს. ინფოტურის ფარგლებში ბლოგერებმა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა თბილისი, უფლისციხე და ბორჯომი დაათვალიერეს. ჩავლენ კახეთშიც. ტურის პარალელურად, ბლოგერები საქართველოს ბუნების, კულტურის, სამზარეულოსა და ქალაქების შესახებ ფოტო და ვიდეორეპორტაჟებს მოამზადებენ.
