საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამერიკის სახლემწიფო მდივნის მიწვევით, აისისის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში, მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამერიკის სახლემწიფო მდივნის მიწვევით, აისისის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში, მიიღო მონაწილეობა. ილია დარჩიაშვილის განცხადებით მინისტრელიაში მონაწილეობით კიდევ ერთხელ დაფიქსრიდა, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრები გამართა. ევროპელ კოლეგებთან საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ის მოლოდინები იყო, რომელიც ქვეყანას კითხვარის შევსების შემდგომ პროცესში აქვს.
