აზოვსტალში ქართველი მებრძოლი, ტატო ბიგვავა დაიღუპა
აზოვსტალში ქართველი მებრძოლი, ტატო ბიგვავა დაიღუპა. ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმა ზაპოროჟიეს ოლქზეც განახორციელეს. რუსეთი, ხარკოვისა და მიკოლაევის ოლქებზე იერიშსაც არ წყვეტს, თუმცა ხარკოვის ჩრდილოეთის მიმართულებით უკრაინულ ძალებს გარკვეული სახის წინსვლა აქვთ. მათ რამდენიმე სოფელი გაათავისუფლეს, სადაც, როგორც ამბობენ, ბუჩის მსგავსი ვითარება დახვდათ.
