69 წლის ასაკში პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა
69 წლის ასაკში პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა. ლექსო თორაძე აღიარებულია თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად. ის იყო მუსიკოს-შემსრულებელთა ამიერკავკასიისა და საკავშირო კონკურსების ლაურეატი. მუსიკოსი ამერიკაში 1983 წლიდან ცხოვრობდა. ოჯახს სამძიმარს პრემიერ მინისტრი უცხადებს. ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გამოაქვეყნა. „მისმა საშემსრულებლო ხელოვნებამ აღიარება მოიპოვა მისი პიროვნების მასშტაბურობისა და ნიჭის დამსახურებით. ლექსო თორაძის პედაგოგიური ღვაწლი მომავალში კიდევ ბევრჯერ დაფასდება, რადგან მისი აღზრდილი თაობები წარმატებით მონაწილეობენ პრესტიჟულ ფესტივალებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ორკესტრებთან და დირიჟორებთან ერთად“, წერს პრემიერ მინისტრი
