რუსთავში, მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის და პირველი საბავშვო ბაღის შენობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რუსთავში, მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის და პირველი საბავშვო ბაღის შენობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოს რუსთავის მერი, საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო. პროექტი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობის ინტერიერისა და ფასადის განახლებას, განათების, ვენტილაციისა და ცენტრალური გათბობის ქსელის მონტაჟს ითვალისწინებს. მოწესრიგდება შენობის მიმდებარე ტერიტორია, სადაც საფეხმავლო ბილიკები, მწვანე სივრცეები და ღია კაფე მოეწყობა. სრულად განახლებულებული და რესტავრირებული იქნება გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული პირველი საბავშვო ბაღიც, სადაც სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ორივე პროექტის საერთო ღირებულება სამ მილიონ ლარზე მეტია.