პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული საველე სიტუაციური სწავლება დაასრულა
პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული საველე სიტუაციური სწავლება დაასრულა. ორფოლოს პოლიგონზე ასეულის პირადმა შემადგენლობამ წვრთნის დასკვნით ეტაპზე საბრძოლო სროლით პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების, პოზიციებზე ჩასაფრებისა და განეიტრალების ოპერაცია განახორციელა. გეგმური სწავლების დასკვნით ნაწილს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი და აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე დაესწრნენ, რომლებმაც წვრთნის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მოისმინეს.
