ეკონომიკის მინისტრი ამერიკაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს
ეკონომიკის მინისტრი ამერიკაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ლევან დავითაშვილი კონგრესმენებს შეხვდა. განიხილეს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. აღინიშნა ამერიკის, როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორის როლი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მიმართულებით. შეხვედრებზე შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს, ითქვა, რომ ამერიკა საქართველოს მხარდაჭერას მისი ევროკავშირში და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით განაგრძობს. ასევე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა.
