იუსტიციის მინისტრის შეთავაზება სააკაშვილს
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს, ისარგებლოს მისი ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული, შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით დათქმების გარეშე - კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით, სააკაშვილის მიერ წამოყენებული პირობები იუსტიციის სამინისტროსთვის ულტიმატუმად ჟღერს. უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მნახველების დაშვება პატიმარ სააკაშვილთან, უზრუნველყოფილი იქნება კანონმდებლობის და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციების შესაბამისად.
