"ლიბერთი ბანკმა" კორპორაციული, სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში და მრჩეველთა საბჭო წარადგინა
ლიბერთი ბანკმა კორპორაციული, სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში და მრჩეველთა საბჭო წარადგინა. საქართველოს ფინანსურ სექტორში ლიბერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც სი-ეს-არ მრჩეველთა საბჭო შექმნა, სოციალურ პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად კი განათლება აირჩია. მსგავსი მოდელი ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა. წევრები იმ კონკრეტული დარგის ექსპერტები იქნებიან, რომელიც ბანკმა სტრატეგიულ მიმართულებად დაასახელა. „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ - სტრატეგიის მიზანი ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაა.
