რუზველტიდან ბაიდენამდე - ლენდ ლიზის პროგრამა 81 წლის შემდეგ ისევ ამოქმედდა
რუზველტიდან ბაიდენამდე - ლენდ ლიზის პროგრამა 81-ი წლის შემდეგ ისევ ამოქმედდა. ამჯერად მოსკოვის წინააღმდეგ. უკრაინა შეერთებული შტატებისგან დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას, იარაღს, სურსათსა და სტრატეგიულ ნედლეულს ბიუროკრატიული შეზღუდვების გარეშე მიიღებს. თუ პრეზიდენტ რუზველტის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში დიდი როლი შეასრულა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ახლა იმავე გადაწყვეტილებით პრეზიდენტმა ბაიდენმა პუტინს მკაფიო სიგნალი გაუგზავნა, რომ ის ამ ომში დამარცხდება.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
