რესპუბლიკური საავადმყოფო ჰიბრიდულ რეჟიმზე გადავიდა
რესპუბლიკური საავადმყოფო ჰიბრიდულ რეჟიმზე გადავიდა. კლინიკა, დღეიდან მოქალაქეებს მულტიპროფილურ სერვისს შესთავაზებს. რესპუბლიკური საავადმყოფო პანდემიის დაწყებისთანავე კოვიდკლინიკად გადაკეთდა. ამ ხნის განმავლობაში რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქვეყნის მასშტაბით უმსხვილესი კოვიდმიმღები ცენტრი 340 საწოლით; ამ პერიოდში საავადმყოფომ 10 000-ზე მეტ ინფიცირებულს გაუწია სამედიცინო მომსახურება.
