შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით ეკონომიკის მინისტრი იმყოფება
შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით ეკონომიკის მინისტრი იმყოფება. ლევან დავითაშვილმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა. ვიცე-პრემიერი, ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელს, საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს და ექსპორტისა და იმპორტის ბანკის ვიცე პრეზიდენტს შეხვდა. დაგეგმილია შეხვედრები კონგრესში, ასევე მინისტრი ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.
