ევროპული პრესა შვეიცარიულ ბანკს უკვე მეორედ აკრიტიკებს
ევროპული პრესა შვეიცარიულ ბანკს უკვე მეორედ აკრიტიკებს. შვეიცარული ბანკი ივანიშვილს აქტივების გადაცემას საერთაშორისო სანქციებში, მისი შესაძლო მოხვედრის არგუმენტით უგვიანებს. ამის საპასუხოდ, ბენეფიციარები ამბობენ რომ არანაირ სანქციებს არ ექვემდებარებიან. განცხადებაში წერია, რომ „ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს მხოლოდ საფრანგეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, რომელიც არ არის და არ შეიძლება იყოს დაკავშირებული სანქცირებული ორგანიზაციებისა და პირების სიასთან. ბატონი ივანიშვილი კრედიტ სუისისს მხრიდან არა მხოლოდ დისკრიმინირებულია, არამედ პოლიტიკური ზეწოლის კამპანიას ექვემდებარება. თემაზე კომენტარი გაკეთდა პარლამენტში. პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებას ქეთევან გრიგორაშვილი გაგვაცნობს.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
