ხმაური იყო მიხეილ სააკაშვილის პროცესზე
ხმაური იყო მიხეილ სააკაშვილის პროცესზე. თავად ბრალდებული სხდომას არ ესწრებოდა, თუმცა მისი პოზიცია დაცვის მხარემ გაახმოვანა. ადვოკატებმა დოკუმენტი წარადგინეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგი იყო მისი დასწრების გარეშე მტკიცებულებების განხილვის. მოსამართლემ მხარეებს საპირისპირო დოკუმენტი გააცნო, სადაც სააკაშვილი მის გარეშე მტკიცებულებების განხილვაზე თანხმობას აცხადებდა. ასევე დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ პატიმართან ექსპერტები შესულიყვნენ, თუმცა მოსამართლემ ექსპერტის მისვლა სხდომაზე მოითხოვა. საბოლოო ჯამში პროცესი 24 მაისამდე გადაიდო.
