კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობის მიზნით, კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა
კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობის მიზნით, კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა. გამოყოფილი თანხა 100 ათას ლარს შეადგენს. მისი მიზანია კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო განათლების დაწესებულებების მხარდაჭერა. ასევე, კონკურსი გამოცხადდა საგუნდო მუსიკის შემსრულებელთა ეროვნული ხელშეწყობისა და სახელოვნებო სასწავლებლების წიგნის ფონდის განახლების მიზნით. საკონკურსო განაცხადების მიიღება დღეიდან 19 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
