იუსტიციის სახლსა და „ჰუალინგ ჯგუფს“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
იუსტიციის სახლსა და „ჰუალინგ ჯგუფს“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება თბილისში იუსტიციის სახლის კიდევ ერთი ფილიალის მოწყობას გულისხმობს. ახალი ფილიალი, „ჰუალინგ ჯგუფის“ ტერიტორიაზე გაიხსნება და ძირითადად, ვარკეთილი-ვაზისუბნის მოსახლეობას მოემსახურება. ქვეყნის მასშტაბით, 27 იუსტიციის სახლი და 88 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს და მათ რიცხვს წლის განმავლობაში, კიდევ 5 ახალი ფილიალი თბილისში, ზესტაფონში, სუფსაში, ხაშურსა და სამტრედიაში შეემატება.
