დღეს პარლამენტში პლენარული სხდომა გაიმართება
დღეს პარლამენტში პლენარული სხდომა გაიმართება, რომელიც რეგლამენტის გათვალისწინებით პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება. დღის წესრიგში კი საერთაშორისო დაცვის შესახებ კანონპროექტია, რომლის მიხედვითაც უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, ლტოლვილის ან თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მინიჭებაზე მანიპულაციის შესაძლებლობა აღარ მიეცემა. მიმდინარე სასესიო კვირაში დეპუტატები მინისტრის საათის ფორმატში ჯანდაცვის მინისტრის ელოდებიან. ასევე, ფრაქცია ქართულმა ოცნებამ ინტერპელაციის წესით პარლამენტში ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები დაიბარა. ლევან დავითაშვილთან კითხვები ინფლაციას ეხება, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირში, განაცხადის საკითხზე ისაუბრებს.
