შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით ეკონომიკის მინისტრი იმყოფება
შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით ეკონომიკის მინისტრი იმყოფება. ლევან დავითაშვილმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა. მიზანი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება იყო. ვიცე-პრემიერი ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელს, საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს და ექსპორტისა და იმპორტის ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. დაგეგმილია შეხვედრები კონგრესში, მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში. უფრო მეტ დეტალს ლევან დავითაშვილის ვიზიტის შესახებ რუსა შელია გაგვაცნობს ვაშინგტონიდან.
