სარაკეტო დარტყმები უკრაინაში გრძელდება
სარაკეტო დარტყმები უკრაინაში გრძელდება. ოკუპანტებმა იერიში ოდესაზე მიიტანეს. ისევ იბომბება მარიუპოლი. ტყის ხანძრებია ხერსონის ტერიტორიაზე. საფრთხე ემუქრება დასახლებულ ტერიტორიებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობის საშუალებას არ აძლევენ. ასევე მედია ავრცელებს ინფორმაციას რადის ყოფილი დეპუტატის დავით ჟვანიას გარდაცვალების შესახებ. ის ზაპოროჟიეს რეგიონში, საგუშაგოსთან საარტილერიო სროლის შედეგად დაიღუპა.
