პრემიერი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ესტუმრა
დღეს ცხრა მაისია - ფაშიზმზე გამარჯვების დღე. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, 100 წლის იოსებ ტუხაშვილს ესტუმრა. მთავრობის მეთაურმა მას ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი მიულოცა და თარიღთან დაკავშირებით, საჩუქრები გადასცა.
