"არჩევნები" ოკუპირებულ ცხინვალში
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. დეფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 53.67%-ით პარტია „ნიხასის“ კანდიდატი ალან გაგლოევი ლიდერობს, ე.წ. - ლ მოქმედ პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს კი მხარი „ამომრჩევლების“ 41.3%-მა დაუჭირა.
