პრემიერი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, 100 წლის იოსებ ტუხაშვილს ესტუმრა
9 მაისთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, 100 წლის იოსებ ტუხაშვილს შინ ესტუმრა. მთავრობის მეთაურმა მას ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი მიულოცა და თარიღთან დაკავშირებით, საჩუქრები გადასცა.
