საქართველოს ახალი ელჩი აშშ-ში
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს ელჩის დავით ზალკალიანის რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ამერიკის მხარემ ახალ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები და ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. ასევე მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ამერიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ი წლის იუბილეს.