აქცია ბათუმში - შეფასებები „ნაცმოძრაობაში“
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველებმა 25-ი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვციტირებ აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ გაშალეს კარვები და გამოიწვიეს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება. პოლიციის მხრიდან არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას გაეთავისუფლებინათ გზა, განაგრძეს მართლ საწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება. აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულთაგან ორი პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო სხვა დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა აჭარის მთავრობის სახლთან კარვები გაშალეს და აცხადებდნენ, რომ ადგილზე იქამდე დარჩებოდნენ ვიდრე სააკაშვილს უცხოეთში სამკურნალოდ არ გადაიყვანდნე.
