ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი შევსებულია
ევრო კავშირის კითხვარის მეორე ნაწილი შევსებულია. დოკუმენტი ბრიუსელში, 10 მაისს გაიგზავნება. ის, 33 თავს და ორი ათას 300-მდე კითხვას აერთიანებს. ეს არის სექტორული ნაწილი, რომლის შევსებაშიც ყველა შესაბამისი უწყება მონაწილეობდა. შევსებული დოკუმენტის პირველი და მთავარი ნაწილი თბილისიდან ბრიუსელში უკვე გაიგზავნა. ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ ევრო კომისიის დადებით ანგარიშს და მალევე კანდიდატის სტატუსს დაიმსახურებს.
