„ოტელო“ ბრუნდება
65-ი წლის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ალექსი მაჭავარიანის და ვახტანგ ჭაბუკიანის ბალეტი „ოტელო“ ბრუნდება. ახალი ქორეოგრაფიული ვერსია, ლიბრეტო და რეჟისურა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის. ჭაბუკიანის ქორეოგრაფია ლალი კანდელაკმა აღადგინა. სოლიკო ვირსალაძის ესკიზების მიხედვით სცენოგრაფია და კოსტიუმები კი დავით პოპიაშვილმა შექმნა. პრემიერა 13 მაისს შედგება.
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
