დაბა მესტიაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა
დაბა მესტიაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. პროცედურა ორმა პაციენტმა უკვე ჩაიტარა. მუნიციპალური საავადმყოფო საჭირო აპარატურით არის აღჭურვილი, ადგილობრივი სამედიცინო პერსონალი კი გადამზადებას გადის. ჯანდაცვის მინისტრი დღეს კაბინეტის გახსნას პირადად დაესწრო. ზურაბ აზარაშვილის ინიციატივით, რეგიონში დიალიზის სერვისის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზრდება. უახლოეს პერიოდში დიალიზზე დამოკიდებული პაციენტები მომსახურებას სხვა მაღალმთიან რეგიონებშიც მიიღებენ.
სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
