კოკა კაციტაძემ და გიორგი კვარაცხელიამ დასავლეთ საქართველოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ და უფროსის პირველმა მოადგილემ, გიორგი კვარაცხელიამ დასავლეთ საქართველოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს. შეხვედრაზე, პარლამენტისთვის წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრეს, რაც მიზნად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დასაქმებული ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სამსახურის დამოუკიდებლობის გაზრდას ისახავს. სამუშაო შეხვედრაზე, საუბარი შეეხო დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით დასახულ კონკრეტულ გეგმებს.
