ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილებას საკრებულოს ნაცვლად, სავარაუდოდ, ცესკო ცნობს
ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილებას საკრებულოს ნაცვლად, სავარაუდოდ, ცესკო ცნობს. მმართველი გუნდის მიერ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილება უკვე ინიცირებულია, ის უახლოეს ბიუროს სხდომაზე განიხილება. რამაზ ჯინჭარაძემ შუალედურ არჩვენებში გაიმარჯვა, მას ამორჩეველთან 69,04 პროცენტმა დაუჭირა მხარი. თუმცა მისი უფლებამოსილება საკრებულომ ამ დრომდე ვერ ცნო. სხდომაზე ოპოზიციის მინიმუმ ერთი წევრის დასწრება აუცილებელია, ოპოზიცია კი სხდომებს არ ესწრება. ინიციატივას პოლიტიკური პარტიების მხრიდან, უკვე მოჰყვა შეფასებები.
