ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი შევსებულია
ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი შევსებულია. დოკუმენტი ბრიუსელში, 10 მაისს გაიგზავნება. ის, 33 თავს და ორი ათას 300 - მდე კითხვას აერთიანებს. ეს არის სექტორული ნაწილი, რომლის შევსებაშიც ყველა შესაბამისი უწყება მონაწილეობდა. ლუქსემბურგში საქართველოს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. შევსებული დოკუმენტის პირველი და მთავარი ნაწილი თბილისიდან ბრიუსელში უკვე გაიგზავნა. ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ ევროკომისიის დადებით ანგარიშს და მალევე კანდიდატის სტატუსს დაიმსახურებს.
