მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ნანობს
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ნანობს - ამის შესახებ, ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, მისი პარტიის ყოფილმა თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. ნაცონალური მოძრაობა და ოჯახის წევრები, სააკაშვილის საზღვრებს გარეთ, სამკურნალოდ გაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას სკეპტიკურად უყურებს. ამ დროისათვის, პატიმარ ექსპრეზიდენტთან, ციხეში მისი პარტიის წევრი ეკა ხერხეულიძე იმყოფება, პარალელურად, საჯელაღსრულების დაწესებულებასთან ნაციონალური მოძრაობის წევრები შეიკრიბნენ, რომლებიც რუსთავის ციხესთან, მსვლელობით კახეთის გზატკეცილიდან მივიდნენ.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
