ერევანში საპროტესტო მსვლელობა ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით ამ დრომდე გრძელდება
ერევანში საპროტესტო მსვლელობა ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით ამ დრომდე გრძელდება. აქტივისტების მხრიდან საავტომობილო გზების გადაკეტვას სამართალდამცველების რეაგირება მოჰყვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად, დააკავეს 20მდე აქტივისტი. ოპოზიციის მოწოდებით, აქციის მონაწილეები ერევნის ქუჩების ბლოკირებას ცდილობენ და აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნა ნიკოლ პაშინიანის გადადგომის შესახებ.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
