თბილისის მერიამ მთაწმინდის ფერდის გამწვანების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
თბილისის მერიამ მთაწმინდის ფერდის გამწვანების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ამ დროისთვის 100 ათას ძირზე მეტი ხე-მცენარე უკვე დარგულია, დამატებით 200 ათასი ძირის დასარგავად ნიადაგია მომზადებული. სპეციალისტების თქმით, ახალი ნარგავების რაოდენობა ნახევარ მლნ ძირს გადააჭარბებს. გარდა ამისა, განაშენიანების პარალელურად, კეთდება საფეხმავლო ბილიკები, რაც საშუალებას მისცემს დამთვალიერებლებს, უსაფრთხოდ და კომფორტულად იარონ და დაუკავშირდნენ მიმდებარე ტერიტორიებს. პროექტის ღირებულება 20მლნ ლარს შეადგენს.