როგორ იხარჯებოდა კოვიდ მართვის დროს თანხები
როგორ იხარჯებოდა კოვიდ მართვის დროს თანხები _ ვიდრე ოფიციალური დასკვნა გასაჯაროვდება, საკითხზე წინასწარი შეფასებები კეთდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გადაცდომის შემთხვევაში რეაქცია ადეკვატური უნდა იყოს. ამირან გამყრელიძემ კოვიდის მართვის ორი წელი შეაჯამა და მადლობა გადაუხადა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.
