რუსულ ნავთობზე ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული ემბარგო უნგრეთის ეკონომიკისთვის ატომური ბომბის ტოლფასი იქნება
რუსულ ნავთობზე ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული ემბარგო უნგრეთის ეკონომიკისთვის ატომური ბომბის ტოლფასი იქნება - ამ განცხადებით გამოეხმაურა ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ წარდგენილ სანქციების მეექვსე პაკეტს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. ვიქტორ ორბანის თქმით, რუსულ ენერგომატარებლებზე უნგრეთის დამოკიდებულების შესაცვლელად და სისტემის გარდასაქმნელად ქვეყანას 5 წელიწადი დასჭირდება, ხოლო გადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობსადენებს - უზარმაზარი ინვესტიციები. ვიქტორ ორბანი ასევე არ ეთანხმება სანქციების სიაში რუსეთის პატრიარქის ჩართვას, რადგან ეს, მისი აზრით, რელიგიური თავისუფლების საკითხია. უნგრეთის მიერ მოხმარებული ნავთობპროდუქტების 65 პროცენტი სწორედ რუსულ ნავთობზე მოდის.
