ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილიც შევსებულია
ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილიც შევსებულია. დოკუმენტი 33 თავს და ორი ათას 300 - მდე კითხვას აერთიანებს. ეს არის სექტორული ნაწილი, რომლის შევსებაშიც ჩართული იყო ყველა შესაბამისი უწყება. ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. შევსებული დოკუმენტის პირველი და მთავარი ნაწილი თბილისიდან ბრიუსელში უკვე გაიგზავნა. ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ ევროკომისიის დადებით ანგარიშს და მალევე კანდიდატის სტატუსს დაიმსახურებს
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
