დღეს გიორგობაა
დღეს გიორგობაა. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო წირვას ქაშვეთის ეკლესიაში ატარებს. წირვა-ლოცვა ყველა მოქმედ ტაძარში დილის 10 საათიდან აღევლინება. ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ აღნიშნავს. 6 მაისი დიდმოწამე გიორგის აღსრულების, ხოლო 23 ნოემბერი მისი ბორბალზე წამების დღეა.
