„სწავლა და განვითარება: გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო მაგალითები“ -
„სწავლა და განვითარება: გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო მაგალითები“ - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და ნიდერლანდის სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტს შორის 5-წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა საჯარო და კერძო სექტორის ტრენინგ და სასწავლო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, წარმატებული პროექტების გაცნობას, საუკეთესო გამოცდილებისა და მაგალითების გაზიარებას.
