რუსთავის მერი ქალაქში მიმდინარე პროექტებს სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად იხილავს
რუსთავის მერი ქალაქში მიმდინარე პროექტებს სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად იხილავს. რეგიონული მედიის შემდეგ, ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა ნინო ლაცაბიძემ არასამთავრობო სექტორთან გამართა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, რუსთავის მერმა და მესამე სექტორის ოცამდე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ეკოლოგიურ პრობლემებზე, ახალგაზრდულ და სტუდენტურ პროგრამებზე, თვითმმართველობის და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივ პროექტებზე, ქალაქის ინფრასტრუქტურასა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობაზე ისაუბრეს.
