„აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე გადამწყვეტი ბრძოლებია
„აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე გადამწყვეტი ბრძოლებია. რუსი ოკუპანტების მიზანი მარიუპოლზე სრული კონტროლის დამყარებაა. მიწასთან გასწორებულ ქალაქში ფოლადის ქარახანა ერთადერთი ადგილია, რომელზეც საოკუპაციო რეჟიმის კონტროლი არ ვრცელდება. იქ ამ დრომდე რჩებიან მშვიდობიანი მოქალაქეები და დაჭრილი სამხედროები. მარიუპოლის მცველები დანებებას არ აპირებენ და ბუნკერიდან ვიდეომიმართვებს ავრცელბენ. სამოქალაქო პირების ევაკუაციის მიზნით, მარიუპოლისკენ ახალი კოლონა მიემგზავრება. არსებობს ვარაუდი, რომ დარღვეული შეთანხმების შემდეგ, დღეს „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება.
