იქნება თუ არა მოლდოვა რუსეთის მომდევნო სამიზნე
იქნება თუ არა მოლდოვა რუსეთის მომდევნო სამიზნე და ჩაითრევს თუ არა პუტინი არაღიარებულ დნესტრისპირეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში? ეს კითხვები დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებების შემდეგ განსაკთრებით აქტუალური გახდა. ომის გაფართოების საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირი მოლდოვის რესპუბლიკისთვის დამატებით სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენას და მისი შეიარაღებული ძალების გაძლიერებას გეგმავს.
