პრემიერის სამძიმარი
სიტყვები უძლურია ასეთი დიდი ტკივილის გამოსათქმელად - ტრაგედიას საქართველოს პრემიერ მინისტრი ეხმაურება. ღრმა მწუხარებას გამოვხატავ თეატრმცოდნისა და ტელეწამყვანის ნიკა წულუკიძის და მისი მეუღლის თეკლა კოსტავას მცირეწლოვანი შვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას და ვუსამძიმრებ ყველა ახლობელს - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
