თბილისის მერიამ და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე, ვარძიის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყეს
თბილისის მერიამ და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე, ვარძიის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყეს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. სკვერში სპორტული და საბავშვო მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი პავილიონი, სარწყავი და გარე განათების სისტემები მოეწყობა. ტერიტორია გამწვანდება და დაითესება ბალახი. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 100 000 ლარს შეადგენს.
