ევროკავშირი მოლდოვისთვის დამატებითი სამხედრო მხარდაჭერის გაწევის საკითხს განიხილავს
ევროკავშირი მოლდოვისთვის დამატებითი სამხედრო მხარდაჭერის გაწევის საკითხს განიხილავს. მიზანი უკრაინიდან რუსული აგრესიის მეზობელ ქვეყნებზე გაფართოების თავიდან აცილებაა. კიშინიოვში ვიზიტით მყოფმა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მოლდოვის რესპუბლიკას შეიარაღებული ძალების გაძლიერებაში დაეხმარება. მოლდოვაზე თავდასხმის შესაძლო რისკი მას შემდეგ გაიზარდა, რაც არაღიარებულ დნესტრისპირეთში გასულ კვირას აფეთქებების სერია მოხდა.
