„ბორჯომის“ ქარხანასთან კომპანიის თანამშრომლების აქცია მიმდინარეობს
„ბორჯომის“ ქარხანასთან კომპანიის თანამშრომლების აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები კომპანიის მიერ ახალი ხელშეკრულების პირობებში გარკვევას და მათთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნების გარანტიის მიღების მიზნით, გენერალურ დირექტორთან და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. ახალი ხელშეკრულების პირობების მიხედვით დასაქმებულები ქარხნის გაჩერების პერიოდში ანაზღაურების 50%-ს აიღებენ, ნაცვლად აქამდე გათვალისწინებული 100%-ისა.
