საერთაშორისო კონფერენცია
საქართველოს ეროვნული ბანკისა და იუესეიდის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივით ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტისა და დეცენტრალიზებული ფინანსების თემებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ყველა შესაბამის კერძო და საჯარო დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგს ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტისა და დეცენტრალუზებული ფინანსების საკითხებზე. კონფერენციის მუშაობაში უცხოელ სტუმრებთან ერთად ჩართულნი არიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.
