მრავალშვილიანი ოჯახის წევრის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლას თბილისის მერია დააფინანსებს
მრავალშვილიანი ოჯახის წევრის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლას თბილისის მერია დააფინანსებს. ახალი პროგრამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მერის განმარტებით დაფიანსებას ის სტუდენტები მიიღებენ, რომელთაც განცხადების შეტანის მომენტისთვის თბილისში რეგისტრაცია არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უფიქსირდებათ. მისივე განცხადებით , სტუდენტების დაფინანსება სემესტრულად, წელიწადში ორჯერ გაიცემა.
